პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში ფრაქციას ქმნის. ფრაქციის სახელწოდებაა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.
„ლელომ“ 2020 საპარლამენტო არჩევნებში ოთხი მანდატი მოიპოვა. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად კი, მინიმუმ 6 დეპუტატის ერთობაა საჭირო.
ფრაქციას უერთდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლახან წამოსული სალომე სამადაშვილი და ასევე, „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. აქედან, გამომდინარე, ახალ ფრაქციაში 7 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. მამუკა ხაზარძემ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ფრაქციის რაოდენობა უფრო გაიზრდება.
ახალ ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი სალომე სამადაშვილი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.