კახა კალაძე: 4-წლიანი მანდატი ოქტომბერში იწურება, ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა; მინდა, 18 მაისიდან წარმოვადგინო ანგარიში, თუ რა პროექტები განხორციელდა
13-05-2021, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერია 18 მაისიდან იმ პროექტების პრეზენტაციას იწყებს, რომელიც 2017 წლიდან დღემდე, შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით განახორციელა. ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


„2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აგვირჩია. ეს მანდატი წელს ოქტომბერში იწურება. ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. როდესაც ვმონაწილეობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს იყო ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისის მოსახლეობას. ეს იყო ურბანული განვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა. ჩვენ ამ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ამ ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდნენ - ღირსეულად ემსახურებოდნენ, ემსახურებიან და მომავალშიც მოემსახურებიან თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროექტები განხორციელდა აღნიშნული შვიდი მიმართულებით.

 


„მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში, თუ რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა ამ შვიდი მიმართულებით. თითო პოლიტიკას თითო კვირას დავუთმობთ და საზოგადოებას წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება საუბარი. ეს იქნება ერთგვარი ანგარიში თბილისის მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის გამოვირჩეოდით აქტიურობით და ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები ხორციელდება დედაქალაქში, რა პრობლემებია, რა იგეგმება სამომავლოდ. ამას გავაგრძელებთ და ეს დამოკიდებულება გვექნება თბილისის მოსახლეობის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის სამომავლო საქმიანობაში დიდი სტიმულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი