ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
13-05-2021, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს, სელიმ ჩაკირს შეხვდა.

 


საუბარი პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაკირს პანდემიის რთული პერიოდის დაძლევის პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო, რაზეც პირველი კვარტალის მაჩვენებლებიც მიუთითებს და 2021 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

 


ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ ოთხწლიან გაფართოებულ პროგრამას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისის დაძლევის სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში დაეხმარა.

 


მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მათ შორის პენსიების ინდექსაცია და დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზებული სისტემა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

 


შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და განვითარების პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი