„თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა“
13-05-2021, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებითა და ტრანსფორმაციის პროცესით საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის, ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას“, - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიში წარუდგინა.

 

 

მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის ძირითადი მიზნები მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას, რაშიც თავდაცვის ძალებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. „ეფექტური და ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვილი, მაღალი მზადყოფნის თავდაცვის ძალები ხელს უწყობს მოწინააღმდეგის შეკავებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანას“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულებისთვის თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე: თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა.

 


პრიორიტეტების განხორციელების პროცესში, თავდაცვის უწყება ეყრდნობა გრძელვადიან და სისტემურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია უწყების კონცეპტუალურ დოკუმენტებში. „ეს დოკუმენტები აყალიბებენ სისტემურ ხედვებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვაქვს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, სადაც საუბარია შემდეგ პრიორიტეტებზე: ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ასევე, მიმდინარე წელს ჩვენ დავამტკიცეთ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ და ყოველწლიური „მინისტრის დირექტივები“, რომლებიც საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში განსაზღვრავენ მიზნების მიღწევის ცალკეულ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნული დოკუმენტების შექმნაში სტრატეგიული პარტნიორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი