კიევში სისხლიანი დაპირისპირებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდეა გაზრდილი.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალური მონაცემებით, 19 თებერვლის დილის მონაცემებით, საავადმყოფოებს 351-მა დაშავებულმა მიმართა დახმარების თხოვნით, საპროტესტო აქციების 241 მონაწილე კი ჰოსპიტალიზებულია.
უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორისაა მილიციის 79 წარმომადგენელი, 5 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი და სამი 18-წლამდე ახალგაზრდა.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში 25 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ჟურნალისტია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სისხლისღვრის ესკალაციაში ოპოზიციის ლიდერები დაადანაშაულა.
ოპოზიციასთან შუაღამისას გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ იანუკოვიჩმა დაჟინებით მიმართა ოპოზიციის ლიდერებს, რომ "დისტანცირება მოეხდინათ რადიკალური ძალებისაგან". მისი თქმით, "ჯერ კიდევ არ არის გვიანი შეჩერდეს კონფლიქტი".
პოლიცია კი განაგრძობს ანტი-სამთავრობო დემონნსტრაციის მთავარი ბანაკის დაშლას. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, მოვლენების მთავარი ეპიცენტრი, დამოუკიდებლობის მოედანი, ცეცხლშია გახვეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.