ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება“
13-05-2021, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასა და ჯარის ადგილობრივი პროდუქციით მომარაგებაზე გაამახვილა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითრების მიზნით, უკვე დაწყებულია საკვანძო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა განხორციელებაც საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ძლიერი და ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისთვის კი, მინისტრის თქმით, ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიისთვის სათანადო ყურადღების დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია: „როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე სხვადასხვა ჯავშანმანქანა მიიღო. „დელტაში„ ჯავშანმანქანების დამზადების გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა 120მმ-იანი ნაღმმტყორცნის მოდულის, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების დამზადება და სხვა საცდელი პროექტები“.

 


როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისა და კონკურენტული პოზიციის მოპოვებისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი