თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელსვე ნატოს მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდება.
„თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად მიმდინარეობს დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. როგორც იცით, საქართველო უკვე არის ნატოს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული პლატფორმის მეორე ნატოს არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. აქტიურად გრძელდება სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, ნატოს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა. სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით გრძელდება თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.