ჯუანშერ ბურჭულაძე: „სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცენდენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით ჩვენი ჯარის მშენებლობისა და რეფორმირების საკითხში“
13-05-2021, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობა არის უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზე. მინდა გითხრათ, რომ სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცენდენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით ჩვენი ჯარის მშენებლობისა და რეფორმირების საკითხში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას.

 


მან აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივანმა საქართველოსთან მეტი ჩართულობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ კანონმდებლებთან აშშ-სთან წარმატებით მიმდინარე 3-წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანების შესრულებაზეც ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 8 ბატალიონი უკვე გაიწვრთნა და მიმდინარე წელს მე-9 ბატალიონიც დაემატება. „მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის, ყოველწლიური სამხედრო ფინანსური დახმარებისთვის, თანამედროვე შეიარაღების შეძენის შესაძლებლობისთვის და ყველა იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი წლებია საქართველოს და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის იჩენენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 


საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზეც. მან ხაზი გაუსვა ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი