„2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ” - ჯუანშერ ბურჭულაძე
13-05-2021, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„მინდა, ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე, რომლებიც იცავენ გლობალურ მშვიდობას“. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, 2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, ხოლო ქართული ქვედანაყოფების საქართველოში დაბრუნება ნატოსთან და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება. „როგორც იცით, 2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. აღნიშნული მიმართულებით, მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ნატოსთან, ისე აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადავუხადო ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენს გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“,- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი