ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჯარის ქალაქის მშენებლობა, სადაც 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს, 2022 წელს დასრულდება“
13-05-2021, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საზოგადოებას ის მასშტაბური პროექტები გააცნო, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის უწყება ახორციელებს.

 

 

„ჩვენი ჯარის მზადყოფნის გაძლიერება წარმოუდგენელია ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახების სათანადო დაფასების გარეშე, რადგან თავდაცვის ძალების მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ჩვენი ჯარისკაცები არიან. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურებულ სამხედროების დაფასების პოლიტიკას. შედეგად სამხედროების სახელფასო, კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებებით პირობების გაუმჯობესება გაგრძელდება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს განუცხადა, „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება, სადაც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს. „აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. ამ პროექტით, პირველ ეტაპზე, ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა აქვს, 50%-იანი თანადაფინანსებით, კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდონ და ამ თანხის გადასახდელად ისარგებლონ შიდა განვადებით. ამ დროისათვის მშენებლობა აქტიურ პროცესშია. ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ბოლომდე, რომელშიც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება უახლოეს თვეებში დაასრულებს 2007 წელს სამხედროების წინაშე კონტრაქტით აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომელიც ჯამში 2000-ზე მეტ სამხედროს მოიცავდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი