„ჯარში მიმდინარე ტრანსფორმაციის უპრეცედენტო პროცესი ჩვენი გუნდის, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების დამსახურებაა“ - ჯუანშერ ბურჭულაძე
13-05-2021, 18:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა გადინება საშუალოდ 47%-ით შემცირდა“,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა.

 


უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გატარებული ძირეული რეფორმების შედეგად თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდა და უფრო ეფექტური გახდა.

 

 

„თავდაცვის ძალებში პრემიერის ხელმძღვანელობით დაწყებული და მიმდინარე მასშტაბური რეფორმების, გაწეული ძალისხმევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგად, ჩვენი ჯარისკაცების დამოკიდებულება განსაკუთრებით პოზიტიურად შეიცვალა, რასაც ადასტურებს ჯარიდან გადინების მაჩვენებლები. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა გადინება შემცირდა საშუალოდ 47%-ით. 2021 წლის გადინების მაჩვენებელი შენარჩუნებულია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებაში“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


მინისტრის თქმით, თავდაცვის ძალებში ტრანსფორმაციის უპრეცედენტო პროცესი გუნდის, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების დამსახურებაა.

 

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროსაც დაიწყო აღნიშნული პროცესის განსაკუთრებულად გააქტიურება, მადლობას ვუხდი მთლიანად პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, რომელთანაც ინტენსიური თანამშრომლობა და ჩართულობა ჩამოყალიბდა, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით ნატოს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; ჩემს გუნდს სამინისტროში და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, თითოეულ ჯარისკაცს, რომელთა თავდადება და პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი