„1500 სტუდენტი დავაფინანსეთ“ - თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა
13-05-2021, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტის წევრი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის თემით დაინტერესდა.

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროსგან დაფინანსება 1500-მა სტუდენტმა უკვე მიიღო. „50%-იანი თანადაფინანსება მიიღო 1500-მა სტუდენტმა და გვყავს 115 სტიპენდიანტი. ასევე, ძალიან პოპულარულია ჩვენი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, საიდანაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სტატისტიკა არის 100%. ყველა ჩვენი სტუდენტი ხვდება უმაღლესი ქულებით უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


სამინისტროს პროექტის ფარგლებში უწყება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი