პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. არჩილ თალაკვაძის კითხვაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების განვითარებას ეხებოდა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სსსტც „დელტას“ ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ.
მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მიმდინარეობს: „წელს სავარაუდოდ დავიწყებთ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოებას. პოლონურ მხარესთან ავიღეთ ვალდებულება, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მინიმუმ 100 საფრენ აპარატს ვიყიდით. ბუნებრივია, სარგებელიც რაც დარჩება, მასაც გავიყოფთ. ეს იყო ოპტიმალური ვერსია ჩვენთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოგვიწონეს პარტნიორებმა“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებსა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაც განხორციელდება: „ჩვენ მიერ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაზე გთხოვთ, დაგვესწროთ. ეს გახლავთ ძველი, პრაქტიკულად მიტოვებული, 2010 წელს დაწყებული ძველი საწარმო. ჩვენ აღვადგინეთ ეს საწარმო. ხოლო ეს 20 საფრენი აპარატი, რაც გვაქვს, ექსპლუატაციაში შევა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.