დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე: გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამადანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა იყო საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით
13-05-2021, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რამადანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ასევე მინდა გადმოგცეთ ჩვენი მრევლის გულთბილი სალამი. გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამადანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან იყო ხელშეწყობა საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით. ჩვენც, თავის მხრივ, ვიცავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც გასცემს შესაბამისი, ჯანდაცვის და სახელმწიფო ორგანოები, რათა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პანდემიის დამარცხება. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც გამოირჩევა კულტურული, ეთნიკური, კონფესიური მრავალფეროვნებით და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული მონაპოვარი, ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. მე მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც და დღესაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსის, აღმსარებლობის ადამიანები ჰარმონიულად, ძმურად, მეგობრულად თანაცხოვრობდნენ და საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს ასეა დღესაც და ამ მიმართულებით თქვენი მხრიდან ვხედავთ ხელშეწყობას, მზაობას და ინიციატივებს“,- განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი