იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.
,,რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის და არსებული სიტუაციის მართვა სრულად შეგვიძლია. ყველა სამედიცინო დაწესებულებას გაქვთ COVID-19-ის მართვის გამოცდილება და დღემდე დიდი შრომის შედეგად მართავდით პანდემიას. რეგიონის მასშტაბით საკმარისი საწოლფონდიც გვაქვს და ამ ეტაპზე დაახლოებით 1500-მდე ადგილის მობილიზება შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ამ დღეებში არ გვექნება ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა და არ დაგვჭირდება არსებული საწოლფონდის სრულად ათვისება. პანდემიის სწორად მართვისთვის მთავარია მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა”, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.