JTEC დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს
14-05-2021, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი მიმდინარეობს.

 


სწავლებაში ქართველი, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ. მეცადინეობებს ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები ატარებენ. ხუთდღიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება. მონაწილეები პრაქტიკულ ნაწილს ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან, სადაც დღეს ათეულის საბრძოლო ვარჯიშის ფარგლებში დანაღმული მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევის ოპერაცია შეასრულეს.

 

 

მეცადინეობას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

 


პროგრამა მიზნად ისახავს დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების განმავლობაში მსმენელები იმ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მომავალში დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოადგებათ.
სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები ქვედანაყოფებში წვრთნების დროს თანამებრძოლების შეფასებას, დაკვირვებასა და პროფესიულად მოქმედების შემდგომ მიმოხილვას განახორციელებენ. აღნიშნული კურსი მომავალშიც რეგულარულად ჩატარდება და უფრო მასშტაბური გახდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი