საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1390 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
14 მაისის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 327831 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1070-ით გაიზარდა და ის 307334-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 18-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4397 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 38468, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 27651, PCR ტესტით - 10817;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,61%, ბოლო 14 დღის - 5,35%, ბოლო 7 დღის - 4,4%;
სულ აცრილია - 81076, დღიურად აცრილია - 3722;
კარანტინის რეჟიმში - 65;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4253;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 730.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.