დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას იწყებს
14-05-2021, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსსა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე იწყებს.

 


ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:


უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი;


უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;


უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;


სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.


საბუთების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 13 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით.


მისამართი: ქ. გორი ცხინვალის გზატკეცილი მე - 3 -ე კილომეტრი.


მიმღები კომისია: 577 39 01 94 , 032 2 30 52 85


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე: https://eta.edu.ge/ge/page/109/gaxdi-msmeneli 


ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:


1. 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს:


I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები


2. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 7 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში


ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში მოიცავს:


წოლბჯენიდან აზიდვა


მუცლის პრესი


რბენა 3200 მ.


3. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

 

4. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 31 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.

 

5. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა).

 

II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

 

უცხო ენა

 

ქართული ენა

 

მათემატიკა ან ისტორია

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 7 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით (საბუთების შემოტანის დროს აბიტურიენტმა უნდა იქონიოს ფიზიკური მომზადებისთვის ფორმა).

 

მიღება განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვა და აკადემიის შიდა შესარჩევი ტურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე: https://eta.edu.ge/ge/page/10/bakalavriati 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი