საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას, ისევე როგორც მრავალ სხვა წარმოებას, ზრდისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.
ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 1 400 000 ლარით დაფინანსდა. შედეგად, დღეს იგი საქართველოში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და ბაზრის 10% უკავია. მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული.
საკალმახე მეურნეობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი სახოკია, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.