„პოზიციის“ ორგანიზებით, ცნობილმა ჰოლანდიელმა ტრენერმა კლარენს ვან დერ პუტმა მასტერკლასი გამართა
29-10-2015, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილმა ჰოლანდიელმა ტრენერმა კლარენს ვან დერ პუტმა არასამთავრობო ორგანიზაცია – „პოზიციის“ ორგანიზებითა და TVFree-ს საინფორმაციო მხარდაჭერით 23 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებისთვის თემაზე: ,,პიარის გავლენა ლიდერებისთვის“ მასტერკლასი გამართა. შეხვედრა სასტუმრო ,,ვეძისის“ (მის: ზოვრეთის ქ.32) საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.


კლარენს ვან დერ პუტი გახლავთ საერთაშორისო დონის დამოუკიდებელი ტრენერი, კონსულტანტი და ექსპერტი მარკეტინგული კვლევების მიმართულებით. მის მიერ ჩატარებული ძვირად ღირებული მასტერკლასები საერთაშორისო დონეზე საკმაოდ დიდი პოპულარობითა და მხარდაჭერით გამოირჩევა. ქართველი მსმენელებისთვის კი „პოზიციის“ ორგანიზებით მასტერკლასი უფასოდ გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტმა ისაუბრა ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე, PR-ის თანამედროვე გზებსა და მეთოდებზე. ასევე, ევროპული მედიისათვის ეფექტური და საყურადღებო მასალების შექმნის სტანდარტებზე, წარმატებული მედიასტრატეგიის შემუშავების წესებზე. მასტერკლასი ინგლისურ ენაზე ჩატარდა. მონაწილეებს კი სერტიფიკატები თავად ვან დერ პუტმა გადასცა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი