„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა, პარტიამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში „მძლავრად“ წარდგეს და ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენ ვამბობდით და პოზიცია იყო ასეთი, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მივიღებდით გადაწყვეტილებას. ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც დაეხმარება პარტიას, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა ძალიან მძლავრად წარდგეს და ის მექანიზმი, რომელიც არის 43%-იანი ჩამკეტი, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ეს არის ახლა მოცემულობა, გამოვიყენოთ და რეალურად ვადამდელ არჩევნებამდე ძალიან სწრაფად მივიდეთ", - განაცხადა დეკანოიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.