საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
17 მაისის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 330879 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2038-ით გაიზარდა და ის 310859-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 27-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4469 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11665, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6137, PCR ტესტით - 5528;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,32%, ბოლო 14 დღის - 4,9%, ბოლო 7 დღის - 3,84%;
სულ აცრილია - 89260, დღიურად აცრილია - 738;
კარანტინის რეჟიმში - 67;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4395;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 657.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.