ირაკლი ღარიბაშვილი: მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, დაახლოებით, ივნის-ივლისის თვეში
17-05-2021, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, უფრო კონკრეტულად საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და „ფაიზერის“ პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

 

 

„ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე ავიწყეთ მიღება ვაქცინების. მეორე არის უშუალოდ, მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე დეტალურად, რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშრებით. ასევე „მოდერნასთან“, „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშრებით.

 

 

„გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ქარხნებთან უშუალოდ მოლაპარაკებები, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშრებით. ასევე „მოდერნასთან“, „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშრებით. ასე, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. უკვე მოწერილია ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ არ იქნება შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი