ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდა.
„ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის - სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, შევეცადოთ, ყველა რეკომენდაცია დავიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.