დღეს დილიდან, ეთნიკურად აზერბაიჯანელები სოფლებიდან დემარშით დაიძრნენ დმანისში სვანური დასახლებისკენ, სადაც საცხოვრებელ სახლებს დაუშინეს ქვები... მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა ამ რეგიონში, თუ არ ჩავთვლით 1989 წელს
17-05-2021, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეგობრებო,

 

 

ვინც მხოლოდ ტელევიზიას ადევნებს თვალს და არ აქვს რეალური ინფორმაცია თუ რა ხდება დმანისში, მინდა, რომ გაგიზიაროთ შემდეგი ინფორმაცია.

 


ეს არის დმანისი, დიდი წითელი არე რაც მონიშნულია ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ სვანები, „ეკომიგრანტები“, რომლებიც 1987 წელს ჩამოასახლეს სტიქიური უბედურების გამო. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ისინი დმანისის მოსახლეობის უმრავლესობას, 70% წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად სოფლად ცხოვრობენ.

 


გუშინდელი ფაქტის შედეგად, სადაც დაპირისპირება ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებსა და სვან ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა, რომელზეც გამოძიება დაიწყო, დღეს სიტუაცია გამწვავდა.

 


დღეს დილიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, ძირითადად ახალგაზრდებმა, მობილიზება (ძირითადად სოფლებიდან) მოახდინეს, სურათზე არსებულ წითელ არეში (დაახლოებით 100 ადამიანი იქნებოდა), და დემარშით დაიძრნენ სვანური დასახლებისკენ, სადაც საცხოვრებელ სახლებს დაუშინეს ქვები.

 


ტელევიზიებით გავრცელებული კადრები ძირითადად სვანების დასახლებაში ხორციელდებოდა, სადაც ძირითადად ადგილობრივი (სვანი) მოსახლეობა ჩანდა. აზერბაიჯანლები არსებულ კადრებში ნაკლებად ჩანდნენ და როცა ჩანდნენ, ჩაგრულის როლში, რადგან კამერები მხოლოდ იმ ფლანგზე იღებდნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი (ამ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა არიან სვანები, რადგან თავდასხმა მათ საცხოვრებელ ადგილას მოხდა და არა აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელიც ტელევიზიების ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ).

 


უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა ამ რეგიონში, თუ არ ჩავთვლით 1989 წელს, როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ სატვირთო ავტომობილებით წრე დაარტყა სვანურ დასახლებას და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა (მაშინ არ ვიყავი დაბადებული, მაგრამ როგორც ვიცი, სამაგალითოდ დაისაჯნენ დამნაშავეები).

 


და დღეს რა ხდება? რა ხდება რაიონში, სადაც მოსახლეობის 70% ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობას წარმოადგენს? რატომ მოხდა ეს ფაქტი, რატომ გადაწყვიტეს თავდასხმა მშვიდობიან დასახლებაზე? ამის პასუხი მარტივია. მათ ჩათვალეს, რომ პოლიციაზე (სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურაზე) მაღლა დგანან. რატომ ჩათვალეს? იმიტომ ჩათვალეს, რომ ყოველი ხელისუფლება, ყოველ არჩევნებზე მათგან მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით მათდამი ლოიალობით გამოირჩევა (ითვლება, რომ რაც უფრო რბილი იქნები, მათგან მეტ ხმას მოიპოვებ) მათდამი ლოიალური დამოკიდებულება წლებია გრძელდება, რამაც სწორედაც რომ ამ ფაქტამდე მოგვიყვანა.

 


ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელი დაპირისპირება არ ყოფილა ეთნიკურ ნიადაგზე, მაგრამ დღეს ხომ იყო? მოხდა ფაქტი, მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო უმრავლესობის მხრიდან უმცირესობის დაჩაგვრა (რაიონის 70%-ს ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობა წარმოადგენს, ხოლო სვანები ალბათ 10%-საც არ წარმოადგენენ).

 


ვიმედოვნებ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დემარშით შეჭრისა და მათზე თავდასხმის გამო მოძალადეები სამაგალითოდ დაისჯებიან, რომელიც პრევენცია იქნება, რომ აღნიშნული განზრახვა მომავალში აზრადაც არ მოუვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს ხელისუფლება არის უუნარო, ანტიეროვნული, რომელიც ქვეყანას უფსკრულისაკენ მიაქანებს და ამას მთელი ერი ნათლად დაინახავს მიუხედავად გაყიდული ტელევიზიების მცდელობისა, რომ ფაქტები დამახინჯებულად წარმოაჩინონ.

 


საბა დევნოზაშვილი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი