დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა განაცხადა, რომ კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება
17-05-2021, 21:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარეები შერიგდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება. ამის შესახებ მუფტმა ხელისუფლებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 


„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისისნი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი