საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1562 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
18 მაისის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 332441 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1490-ით გაიზარდა და ის 312349-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 30-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4499 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29685, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21443, PCR ტესტით - 8242;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,85%, ბოლო 7 დღის - 3,72%;
სულ აცრილია - 93305, დღიურად აცრილია - 4021;
კარანტინის რეჟიმში - 70;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4343;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 662.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.