„ჩვენს დიპლომატებს აიძულებენ საქართველოს პარტნიორების მისამართით ყალბი დოკუმენტები დააგზავნონ" - გიორგი კანდელაკი
29-10-2015, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„ჩვენს დიპლომატებს, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ საქართველოს პარტნიორების მისამართით ყალბი დოკუმენტები დააგზავნონ“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა.

 


დეპუტატმა მედიას გააცნო სამი დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, "დიპლომატთა კლუბმა" მოიპოვა. კერძოდ, უცხოელი პარტნიორებისთვის დაგზავნილი პრემიერ-მინისტრის განცხადება წამების კადრების გავრცელების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე, ხელისუფლების გამოხმაურება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და გოგი თოფაძის განცხადებაზე.

 


"მე ვფიქრობ, ეს არის თვალსაჩინო ტრაგიკული მაგალითი იმის, როგორ ანგრევს ივანიშვილის რეჟიმი სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში - საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენს დიპლომატებს, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ დააგზავნონ ყალბი დოკუმენტები საქართველოს პარტნიორების მისამართით, შეცდომაში შეიყვანოს ისინი.

 

 

მაგალითად გამოდგება პრემიერ–მინისტრის ყალბი განცხადება, რომელიც არსად გამოქვეყნებულა. საქართველოში მან შიდა აუდიტორიისთვის გაამართლა ძალადობა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოყვა საერთაშორისო პრესაში, ხოლო სხვადასხვა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაუგზავნეს არარსებული განცხადება, რომლის შინაარსიც შეიძლება შევაჯამოთ ასე - "შემოევლოს "ნაციონალურ მოძრაობას" ჩემი თავი". ეს არის უბრალოდ სიცრუე.

 


ყველაზე უფრო საგანგაშო, ჩემი აზრით, ამ დოკუმენტების ჩამონათვალში არის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მიერ გავრცელებული "ქართული ოცნების" პარტიული განცხადება, რომელსაც ბატონი ვოლსკი აწერს ხელს. თავი რომ დავანებოთ ამ განცხადების საბჭოთა სტილს, იგი შეურაცხყოფას აყენებს ევროპის სახალხო პარტიას, ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და ჭკუას ასწავლის სრულიად წარმოუდგენელი ენით ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ ოჯახს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენს დიპლომატიაში დასაქმებული პატრიოტი ადამიანებისა, კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელეებისა",- განაცხადა კანდელაკმა.

 


"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ პარტიული მიზნებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის საზიანოდ დიპლომატიური სამსახურის ბოროტად გამოყენება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი