პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გრძელდება და აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ვაცნობიერებ საზოგადოების მაღალ ინტერესს, რომ იცოდეს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასეთი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღება. ალბათ, ცოტა ხანში კანდიდატის ვინაობა ცნობილი იქნება. კახი კალაძეზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, მაგრამ უალტერნატივობა ბუნებაში არ არსებობს, ყველამ უნდა დაამტკიცოს მისი ძლიერი მხარეები და მიიღოს ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.