საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ელიან ტილიოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას საპარლამენტო დონეზე.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე და დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.
აღინიშნა საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა უცხოურ ინვესტიციებზე.
კახა კუჭავა ბელგიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსაც შეხვდა და მასთან მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეთანხმდნენ, რომ მეგობრობის ჯგუფები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.