„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის - განცხადება ჩამოშლილი, ურეიტინგო პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
გასაგებია, რომ ეს კარიკატურული კვაზი-პარტია ცოლ-ქმრის 'კუხნის კლუბად' იქცა, მაგრამ ასეთი უბადრუკი ე.წ. ბოიკოტი განა სადმე სხვაგან გაგონილა?..
2020 წლის არჩევნებში, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 3,79% (72.986 ხმა) - 5 მანდატი. დავით ბაქრაძე გაექცათ და დამოუკიდებლად შევიდა პარლამენტში; ასევე მიატოვა ელენე ხოშტარიამ, არ შევიდა პარლამენტში და დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „დროა“; 'ფლუგერები' შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ გადასკუპდნენ „ლელოში“; სიით #5 ტარიელ ნაკაიძე, სავარაუდოდ, შევა პარლამენტში, მაგრამ დატოვებს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პოლიტიკურ კანტორას.
და ბოიკოტი რას და ვის? „ევროპული საქართველოს“ „კონგენიალურ“ ქმედებებსა და განცხადებებზე მახსენდება გასული საუკუნის ერთი ცნობილი ანეკდოტი, რომელშიც ერთი ღატაკი საბჭოთა გლეხი მეორეს ეკითხება: რაო, რა თქვა იმ მათხოვარმა რეიგანმაო?
გია აბაშიძე,
ექსპერტი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.