საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება
18-05-2021, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია გაიმართა.

 

 

მხარეებმა ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი, იმუნიზაციის პროგრამა და „სინოვაკით“ვაქცინაციის საკითხები განიხილეს. მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება.

 

 

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში გამოიყენება.

 


„იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული, საჭიროა მოსახლეობას, ასევე ესენციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა.„სინოვაკით“ ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. აღნიშნული ვაცქინით 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან”,– განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების საკითხიც განიხილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მოსალოდნელია COVAX პლატფორმასთან საქართველომ მოკლე ხანში დაიწყოს მოლაპარაკება „ჯონსონ ენდ ჯონსონისა“ და „ნოვოვაქსის“დოზების მიღებასთან დაკავშირებით.

 


„ფაიზერის“ დოზების შესახებ არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. მიდის მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო „ნოვოვაქსის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზეც. ყველა ეს საჭიროება განხილულია ხარჯთაღრიცხვის კუთხითაც და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 


18 მაისის მონაცემებით საქართველოში 93 305 აცრაა ჩატარებული.

 

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი