საქართველოს კულტურის სამინისტრო მუზეუმების საერთაშორისო დღეს ორი მთავარი სიახლით აღნიშნავს
18-05-2021, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ განცხადება გააკეთა.

 


სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იწყებენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში მონაწილეობას.

 


მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 20 აპრილს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ბრიფინგზე მან ამ მუზეუმის აღდგენა დააანონსა. 18 მაისს კი, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, სამინისტრო აცხადებს, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში ახალი თაობა - სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის, სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციისა და სხვა სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 50-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთვება.

 


ასევე, მუზეუმის აღდგენის პროცესში ჩაერთვება ის რამდენიმე ახალგაზრდაც, რომელიც მინისტრის 20 აპრილის მოწოდებას კულტურის სამინისტროს სისტემის გარედან გამოეხმაურა და ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ახალგაზრდები შესაბამისი კვალიფიკაციის უფროსი ასაკის პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებენ და მათი პირველი ამოცანა ფონდების აღრიცხვა, შესაბამის ჟურნალებში მითითებულ მონაცემებთან რეალური მონაცემების შეჯერება და იმის დადგენა იქნება, თუ რა ინახება ამჟამად ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდებში. დანაკლისი ცალკე აღირიცხება და გატარდება კანონით დადგენილი ღონისძიებები. საბოლოო ჯამში კი თითოეული ექსპონატის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პასპორტიზაცია უნდა მოხდეს და ფონდების მართვაც მკაცრად გაწერილ პროტოკოლსა და თანამედროვე მენეჯმენტს უნდა დაექვემდებაროს.

 


ამავდროულად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას, რაც მათ სასწავლო პროცესში კრედიტების მიღების საშუალებას მისცემს, ხოლო მომავალში წარმატებულ პროფესიულ საქმიანობაში შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი