საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ პირველადი სხდომები სამცხე-ჯავახეთში დაასრულა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის კონკრეტული მდებარეობები შეარჩია.
ამ მიზნით სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ქ. ნინოწმინდაში იმყოფებოდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრიორიტეტულ პროექტებს.
„ქალაქ ნინოწმინდაში ძალიან საინტერესო გეგმა არსებობს. ქალაქში დაგეგმილია ორი პარკის - ჰაიოს-ქართლოსისა და თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის მოწყობა-რეაბილიტაცია, რისის დასრულების შემდეგაც ქალაქის სტუმრები, ახალგაზრდები, ბავშვები თუ ხანდაზმულები ისარგებლებენ ყველა ამ სიკეთით,“ - აღნიშნა ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.