გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ვთამაშობთ რეგიონში
29-10-2015, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ვთამაშობთ რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "რუმსში" განაცხადა, სადაც ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.


"დღეს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ავითარებენ თავიანთ თანამშრომლობას რეგიონში, შესაძლებლობა აძლევენ ევროპის ქვეყნებს, ალტერნატიული ენერგომატარებლები და სავაჭრო გზები ჰქონეთ, მაგრამ ბუნებრივია, ეს ფუნქცია არ მთავრდება და არ იკეტება მხოლო ამ თანამშრომლობით. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ კასპიის ზღვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ახალი აბრეშუმის გზის მონაკვეთზე საქართველოს, როგორც სტაბილური პარტნიორის უზრუნველყოფის კუთხით. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ევროპას, ისე აზიას თანამშრომლობის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ვაძლევთ. ჩვენ მტკიცე ვართ ამ თანამშრომლობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს თანამშრომლობა გადის იმ რეგიონში, რომელიც უკვე სამხედრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციის მიერ განსაზღვრულია, როგორც მისი პრივილეგირებული ინტერესის სფერო. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რმ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ პირველმა იწვნია და მერე ბევრად ნათლად გამოჩნდა უკრაინასთან მიმართებაში, შესაძლოა, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ თვალსაზრისით საქართველო უმნიშვნელოვანესია, როგორც იდეოლოგიური კუთხით, რადგან არის ფაქტობრივად ლიდერი ქვეყანა ამ სარტყელში - დემოკარატიულობისა და დასავლური ღირებულებების ერთგულების თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოვანესია როგორც კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების ჩართულობას გლობალური თანამშრომლობის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ამის თაობაზე რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან, რაც შეიძლება უფრო მეტად უნა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ რეგიონში და უფრო აქტიურად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მცირერიცხოვან ერს, ამდენი გამოწვევის ფონზე, ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული, როგორც აღნიშნული ღირებულებების დაცვის, ისე გლობალური პროექტების მხარდაჭერი თვალსაზრისით",- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი