კახა კალაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განაცხადის შეტანის ვადა 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდეს
19-05-2021, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაუმთავრებელი მშენებლობებთან დაკავშირებით, მოქალაქეები თბილისის მერიაში განაცხადის შეტანას 1-ელ სექტემბრამდე შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

„მოგეხსენებათ, ჩვენ დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის პრეფერენციული გადაწყვეტილებების სისტემა შევქმენით. სპეციალური რეგულაციებია დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით. ბევრი კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი პრობლემა მოგვარდა. როგორც იცით, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განვსაზღვრეთ მიმდინარე წლის 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ვადა გავაგრძელოთ და პირველ სექტემბრამდე მივცეთ მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა, რომ განაცხადები შემოიტანონ. დედაქალაქის მერია მათ მაქსიმალურად გვერდში დაუდგება, რადგან ასეთი შენობა-ნაგებობები პრობლემას წარმოადგენს ოჯახებისთვის და ქალაქისთვისაც. ვიზუალურ ნაწილში, არავის სიამოვნებს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების ნახვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი