საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები ნატოს შტაბ-ბინაში გამართა
19-05-2021, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

 


საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაცია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობა და ამ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, ასევე ერთობლივი მონაწილეობა საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან ერთად განიხილა. შეხვედრებზე ხაზი გაესვა მეგობარი ქვეყნების პირველი სამხედრო პირების მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

 

 

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქ კოლეგას, გენერალ იაშარ გულერს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ათწლეულების მანძილზე თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბრძოლო მზადყოფნას და მხარს უჭერს საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის ძალების ურთიერთქმედებას.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლონელ და რუმინელ კოლეგებთან, გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკთან და გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარებისათვის კონტრიბუციის მნიშვნელობას. რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა პოლონეთის პრაქტიკულ მხარდაჭერას თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი