საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ახლადდანიშნულ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რაზვან როტუნდუს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და სამხედრო განათლების მიმართულებაზე.
შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალების ატაშე, პოლკოვნიკი მირცეა ჯუგურეანუ დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.