საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დაიწყო
19-05-2021, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი, ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია ესპანეთში ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია "Georgia"-ს მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრნენ.

 


საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR 2021-ის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს FITUR-ის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა და საგამოფენო ცენტრის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა.

 

 

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ესპანეთის მეფესთან ერთად დაესწრო.

 


საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

 

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

 

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი