1848 წლის 18 მაისს, სამშაბათი დღის ორ საათზე, მოულოდნელად ძლიერი მეხი დაეცა ნარიყალას ციხესიმაგრეს, რამაც გამოიწვია იქვე არსებულ საცავში 214 ფუთი დენთის აფეთქება. ნარიყალას ციხეს კუთხის კოშკი ჩამოეშალა.
ქვების გროვის ერთი ნაწილი მეორე საცავს დაეყარა, მეორე ნაწილმა კი ბოტანიკური ბაღის ზედა მონაკვეთი დაფარა. აფეთქების შედეგად ქვების ნამსხვრევებმა აბანოს ქუჩაზე და თათრის მოედანზე მოკლა 5 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 8 და მსუბუქად -9; ძველ ქალაქში და გაღმა, მეტეხის ციხეში დასკდა ფანჯრის მინები. ზოგიერთ სახლს დაუზიანდა და ჩამოექცა კიდეც სახურავები. აფეთქების ადგილზე წარმოიშვა მუქი ფერის კვამლის მაღალი სვეტი. აღსანიშნავია რომ ნარიყალას ციხეში არსებული სამხედრო მასალის საცავის ორივე გუშაგი უვნებელი გადარჩა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიუსაფარნი მიიღო თავის მზრუნველობის ქვეშ.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.