საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.
მარგველაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატიულ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად ქვეყანა დემოკრატიას აძლიერებს.
„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ძალიან თავისუფალი, თავისუფლების მოყვარე იმ ადამინების ერთობაა, რომლებიც მუშაობენ და მოღვაწეობენ იმისთვის, რომ შექმნან თავისუფალი საზოგადოება.
ამ საზოგადოებაში, ყველა ჯგუფს შეუძლია ერთდროულად გამოხატოს თავისი პოზიციები, შეხედულებები და ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში და ამ სახელმწიფოებრიობის ირგვლივ ვქმნით ჩვენს სახელმწიფოს.
ძალიან რთულ ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, როგორც საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს, ჩვენ ვქმნით, ვაძლიერებთ და ვავითარებთ დემოკრატიას. ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დარტყმის ობიექტი 2008 წელს და რის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიები იქნა ოკუპირებული, ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.