საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1104 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
20 მაისის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 334705 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1603-ით გაიზარდა და ის 315254-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 21-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4540 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29032, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16256, PCR ტესტით - 12776;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,8%, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,03%;
სულ აცრილია - 101415, დღიურად აცრილია - 4233;
კარანტინის რეჟიმში - 94;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4221;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 689.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.