დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ახალგაზრდებს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისა და განვითარებისთვის გარანტირებული ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა.
ირაკლი ღარიბაშვილი მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.
„დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ენერგიას მომავალშიც სწავლას და განვითარებას მოახმართ და საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით სხვადასხვა სფეროდან ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისა და განვითარებისთვის გარანტირებული გქონდეთ ყველა შესაძლებლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას! ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალში დიდ გამარჯვებებს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.