საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში არსებული ვითარება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის ელჩ იან კელის შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე კონტექსტში აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მხარეებმა ასევე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შესახებ ისაუბრეს. აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა. ამერიკელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.