კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს" უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალდებულა
20-05-2021, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი" სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ სცნო და კომპანიას უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

 

 

22 მარტს კომუნიკაციების კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა" ასევე უკანონოდ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 51% წილი კომპანია „Weco Investments and Finance S.A"-ს მიჰყიდა. კომპანია „Weco Investments and Finance S.A."-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია ,,HARRIMAN LTD" არის, რომელშიც თავის მხრივ წილებს ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი ფლობს.

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ „კავკასუს ონლაინს", მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ ინფორმაცია წილის გასხვისებამდე კომუნიკაციების კომისიაში არ წარმოუდგენია, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.

 

 

კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინის" უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 2019 წლიდან ითხოვს. კანონის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას კანონის შესაბამისად სოლიდური ფულადი ჯარიმები რამდენჯერმე აქვს დაკისრებული. 2020 წლის ბოლოს კი კანონის აღსრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი დანიშნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი