ქართულმა ოცნებამ 2% უწინასწარმეტყველა გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდს და რატომ ხართ შეშფოთებულები? 2% გაშინებთ?
და სანამ "მოღალატეს" და "ნაცს" დაუძახებთ იქამდე გახსოვდეთ, რომ "ნაცები" უკვე თქვენ ხართ. ძალიან ღრმად შეისისხლხორცეთ ეს მოცემულობა.
კარგად მიიხედ-მოიხესეთ გვერდზე გინდ პარლამენტში, გინდ პარტიაში და გინდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თუ ადრე ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ და ეხლა კარგ რაღაცეებს აკეთებენ?
ისე არ მოგივიდეთ, გვარს არ დავასახელებ, "ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს", როდესაც გადადგა ღარიბაშვილი (ადრე), აგინებდით და ახლა მასთან ფოტოებს დებთ.
კონსტრუქციულად რომ მიიღოთ ძლიერი ოპონენტი და ფბ ბოტებით ჭორაობის ნაცვლად ლარის კურსს, ჩამოქცეულ ეკონომიკას და გაღატაკებულ მოსახლეობას მიხედოთ, ის სჯობს ბევრად, დამიჯერეთ.
P.S. გიორგი გახარია ბევრისგან განსხვავებით არის პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად აფასებს მოვლენებსა და პროცესებს.
ოთარ აბესაძე,
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.