სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ლიეტუვიდან დელეგაციას უმასპინძლა.
ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორმა, ვიდა მონტვიდაიტემ და ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, არტურ ლიუდკოვსკიმ, რწმუნებულის მოადგილეებთან, შალვა ბერძენიშვილთან, დავით ლომიძესთან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ანივარდ მოსოიანთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, იური უნანიანთან, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელთან, გიორგი მიქელაძესთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარესთან, გელა ნოზაძესთან, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკა რეგიონში, არსებული პრაქტიკები და ზოგადი მდგომარეობა განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.