მესტიის მუნიციპალიტეტი კიევში უკრაინის 26-ე საერთაშორისო სამოგზაურო და ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა
21-05-2021, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

11 – 13 მაისს, ქალაქ კიევში, მესტიის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის 26-ე საერთაშორისო სამოგზაურო და ტურისტულ გამოფენაში “PREMIER EXPO”. მესტიის მუნიციპალიტეტი გამოფენაზე წარადგინა დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (დმო) „შანლენდმა“.

 

 

 


დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „შანლენდი“ დაარსებულია მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მიერ. ა.(ა).ი.პ „შანლენდის“ მიზანს წარმოადგენს ტურისტული კერძო სექტორის გაერთიანება და გაძლიერება, ტურისტული პროდუქტისა და სერვისის გაუმჯობესება ზემო და ქვემო სვანეთში.

 

 

 


„შანლენდის“ ორგანიზებით და GRETA-ს (ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტი „გრეტა/მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“) ფინანსური მხარდაჭერით მესტიის მუნიციპალიტეტმა გამოფენაზე წარადგინა მუნიციპალიტეტის ტურისტული პროდუქტი და შესაძლებლობები. ასევე გამოფენის ფარგლებში საკონფერენციო დარბაზში დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია სვანეთის ტურისტული მარშუტების, კულტურული მემკვიდრეობისა და სვანური ტრადიციების შესახებ. პრეზენტაცია მოიცავდა ასევე იმ წესებისა და პროცედურების გაცნობას, რომლებიც საქართველოში ტურისტებისთვის მოქმედებს COVID19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

 

 


უკრაინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა განკუთვნილია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის. გამოფენა ერთმანეთს აცნობს და აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ორგანიზაციებს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.

 

 

 


გამოფენაზე წელს მონაწილეობდა 13 ქვეყნის (ალბანეთი, არგენტინა, ბულგარეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა, ლიტვა, მონტენეგრო, პოლონეთი, ხორვატია და საქართველო) 150-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის ტურისტული და საექსკურსიო სააგენტოები, ტურ-ოპერატორები, სადაზღვეო ორგანიზაციები, ტურისტული სფეროს IT ტექნოლოგიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები და ტურიზმის ეროვნული სააგენტოები.

 

 

 


უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე (“PREMIER EXPO”) მონაწილეობის ტექნიკური საკითხების ორგანიზება ადგილზე უზრუნველყო „ფაინო ტურმა“ (ანა ოქსანიჩენკო) რომელიც გახლავთ, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის ასევე, დმო „შანლენდის“ პარტნიორი ორგანიზაცია და წარმომადგენელი უკრაინაში.

 

 

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საგამოფენო სტენდი წარმოადგენდა სვანური ტრადიციული საცხოვრებელი სახლის „მაჩუბის“ იმიტაციას. მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლის „რიჰოს“ ხელმძღვანელი დამთვალიერებელს აცნობდა სვანურ ტრადიციულ სიმღერებსა და ინსტრუმენტებს - ჩანგსა და ჭუნირს. სტენდის სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ სიმბოლური სუვენირები, სვანური მარილი, სვანური ქუდი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წიგნები სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ექსპონატების/საგანძურის შესახებ.

 

 

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მადლობას ვუხდით ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტს „გრეტა/მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ დმო - „შანლენდის“ ფინანსური მხარდაჭერისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 


ინფორმაციას და ფოტომასალას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი