"ქვეყანაში პოლიტიკური წარსულის მქონე პატიმრების ყოფნა აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები" -პრეზიდენტი
29-10-2015, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"

 

ქვეყანაში პოლიტიკური წარსულის მქონე პატიმრების ყოფნა აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

"არის თუ არა აპრიორი პოლიტიკური პატიმრობა იმ ადამიანის პატიმრობაში ყოფნა, რომელსაც ჰქონდა და აქვს პოლიტიკური სტატუსი, ან პოლიტიკური წონა? - მოგახსენებთ რომ არა.

 


კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური წონის, თანამდებობის, ფინანსური შესაძლებლობის ადამიანი თუ ასეთ პრივილეგიებს მოკლებული თუნდაც რიგითი მოქალაქე, ერთი ღირებულებით, ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

 


შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში არიან პატიმრები, რომლებსაც ჰქონდათ, აქვთ პოლიტიკური წარსული, მაგრამ ამავე დროს მათ მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეთი შემთხვევები ცნობილი არ არის", - განაცხადა პრეზიდეტმა.

რაც შეეხება რურუას შეკითხვის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ '"პოლიტპატიმრების შეწყალების შესაძლებლობას" ეხება, გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ "ეს კომპონენტი არანაირ კავშირში არ არის საქმის პოლიტიკურ შემადგენლობასთან".

 

 

"ახლა რაც შეეხება შეწყალების რესურსს - შეწყალების კომისია მოქმედებს სრულიად აპოლიტიკურად. შეწყალების და ლმობიერების გამოვლენა არანაირად არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ საქმის პოლიტიკურ შემადგენელთან. შეწყალების კომისია მოქმედებს მაშინ, როდესაც ადამიანი მსჯავრდებულია, მეტიც, დამნაშავეა, მაგრამ არსებობს ფაქტორები სახელმწიფომ მას შეუმსუბუქოს მის მიმართ კანონიერი და ძალაში შესული მსჯავრი.

 


ეს არის ის ლმობიერი სახე სახელმწიფოსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობეს. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს კომპონენტი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ შემადგენელთან და არ გულისხმობს არც სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებების გამოსწორებას, რადგან ეს თვითონ სასამართლოს გამოსასწორებელია და არ გულისხმობს არც პოლიტიკური პროცესების დაბალანსებას", - განმარტა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი