ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას „ძალიან მძიმე ტყუილში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან თებერვალში „საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა“
22-05-2021, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას „ძალიან მძიმე ტყუილში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან 17-18 თებერვალს „საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა“.

 


„გახარიამ მოიტყუა, პირველ რიგში 17-18 თებერვალს. ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი და სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება და ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში... 17-18 თებერვალს მოიტყუა ფართო გაგებით, მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც იყო ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან“, აღნიშნა კობახიძემ.

 

 

მან არ დაადასტურა ვარაუდები იმის შესახებ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავოს.

 


„პარტია არის ერთიანი და პოლიტიკური გუნდი, ლიდერები, პირველ რიგში, ვართ ერთიანი, როგორც არასდროს. ჩვენ ვართ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე იმაზე, რომ სათანადო შედეგით დავასრულოთ ეს თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა და ამ მიზნის გარშემო, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი იქნება მობილიზებული. არჩევნებამდე არავითარი საკადრო ცვლილება არ არის დაგეგმილი, სამომავლოდ, არჩევნების შემდეგ თუ ყრილობა გაიმართება, ყველაფერზე გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის წევრები“, თქვა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი